კახა კალაძე: აშშ-ის მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა

თბილისის მერი, კახა კალაძე აშშ-ში საქართველოს პერმიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის ვიზიტს ეხმაურება.
მისი შეფასებით, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდა.
„მინდა, მივულოცო მამუკა ბახტაძეს ეს წარმატებული ვიზიტი. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადებები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გაკეთებული შეფასებები ცხადყოფს, რომ ის რეფორმები და წინსვლა, რაც ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში განხორციელდა, ძალიან მნიშვნელოვანია. გუშინ სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს მხრიდან უმაღლესი შეფასება მოვისმინეთ – „საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას“ და რომ ის ამაყობს ჩვენი პარტნიორობით. მსგავსი განცხადებები მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.
სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მსგავსი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე, ასევე, ხაზი გაესვა იმას, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა, რომელიც დავიწყეთ, ძალიან მნიშვნელოვანია. საუბარი შეეხო ანაკლიის პორტის მშენებლობის მნიშვნელობას, რასაც ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანადგომა და მხარდაჭერა აქვს. ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი ჰქონდა პრემიერმინისტრს და მინდა, მივულოცო“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები