ვეტერანებს, ჩაფიძის გულის ცენტრში, უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ

მიმდინარე წლის 15 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, თბილისში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის  აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები  კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ჩაატარებენ. (ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული გამოკვლევები)
აღნიშნული გამოკვლევები ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.
ბენეფიციარების მიღება 10:00 საათიდან დაიწყება. კლინიკის მისამართია დიღომი, ნ.ჯავახიშვილის ქ. N1.
ცნობისთვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, 2017 წლის აპრილში გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც  ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები