„ვფიქრობ, განვიცდი, ვტირი, ვყვირი და მტკივა“ – 26 წლის ხათუნა ლემსაძე სიკვდილს ყოველდღე ებრძვის

„ვფიქრობ, განვიცდი, ვტირი, ვყვირი, მტკივა“, – ეს სასოწარკვეთილი სიტყვები 26 წლის ხათუნა ლემსაძეს ეკუთვნის, რომელიც ყოველდღე ებრძვის სიკვდილს! კრუნჩხვები იმდენად ხშირად აქვს, რომ ძვლების დეფორმაცია დაეწყო! ხათუნას დასახმარებლად ჩერნოვეცკის ფონდმა საქველმოქმედო აქცია გამოაცხადა.  

…სამ წლამდე არავის გასჩენია ეჭვი, რომ ხათუნა მძიმე სენით იყო დაავადებული. ბავშვის ფიზიკური განვითარების შეფერხება დროებით მოვლენად იქნა აღქმული, მაგრამ როდესაც 7 წლის გოგონამ ფეხზე გავლა ვერ შესძლო, მშობლებმა განგაში ატეხეს. სამწუხაროდ, უკვე გვიანი იყო, თანაც ოჯახს ფინანსური საშუალება არ გააჩნდა, რომ ბავშვისთვის უცხოეთში ემკურნალათ.

ლემსაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია და მძიმე პირობებში ცხოვრობს. ფული არც საკვებისთვის ჰყოფნით და არც მედიკამენტებისთვის, რომ არაფერი ვთქვათ სარეაბილიტაციო კურსის ჩატარების თაობაზე. ახალგაზრდა გოგო ხშირად ტირის ბედის უკუღმართობის გამო, იმ უმძიმესი მდგომარეობის გამო, რომელშიც აღმოჩნდა მისი ოჯახი, თუმცა ფარ-ხმალს არ ყრის და გადარჩენისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ხათუნა ოცნებობს მეგობრების შეძენაზე, რათა გაუზიაროს თვისი ტკივილი და სევდა. მას სჯერა, რომ  სასწაულები ხდება და ოცნებებიც სრულდება!

“მას კიდევ ბევრი რამ სჭირდება: პამპერსები, ტკივილგამაყუჩებელი წამლები, ორთოპედიული საწოლი და სხვა. თუ ჩვენმა ნაამბობმა თქვენში გამოიწვია  თანადგომის სურვილი,  გაუწოდეთ ხათუნას დახმარების ხელი და გაუხანგრძლივეთ მას სიცოცხლე! შემოწირულობა შეგიძლიათ ჩარიცხოთ “ჩერნოვეცკის ფონდის” ანგარიშზე ანგარიშზე GE15TB7194336080100003 ან  GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: ხათუნა ლემსაძე) ან გადარიცხოთ პირდაპირ ფონდის საიტიდან “,- აცხადებენ “ჩერნოვეცკის” ფონდში.

 

R

R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები