საგამოძიებო სამსახურის უფროსი პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მთავარ კომენდანტს, იაროსლავ შიმჩიკს შეხვდა

თბილისში სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის დელეგაცია იმყოფება. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი – სოსო რამიშვილი და სხვა ხელმძღვანელი პირები პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარ კომენდანტს, იაროსლავ შიმჩიკსა და პოლონეთის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის, პოლიციის ცენტრალური საგამოძიებო ბიუროს კომენდანტს, პავლე პულტორჟიცკის შეხვდნენ.
როგორც “კვირას” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის მთავარი კომენდატურის საქმიანობის სფერო, სხვადასხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლასთან ერთად, ეკონომიკური სახის დანაშაულის გამოვლენას, გამოძიებასა და აღკვეთას მოიცავს. საგამოძიებო სამსახურში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ეკონომიკური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ისაუბრეს და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტური მეთოდები განიხილეს. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, სოსო რამიშვილმა პოლონეთის დელეგაციის წევრებს საგამოძიებო საქმიანობის კონკრეტული მიმართულებები გააცნო, საგამოძიებო სამსახურის სამართლებრივი საფუძვლების, უწყების ორგანიზაციული მოწყობის თაობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკური დანაშაულის გამოვლენა-აღკვეთით საგამოძიებო სამსახური სახელმწიფო ბიუჯეტს ფინანსური დანაკარგებისგან იცავს, ხელს უწყობს თავისუფალი ბიზნეს გარემოს არსებობასა და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
პოლონეთის რესპუბლიკის დელეგაციის წევრებმა, თავის მხრივ, პოლონეთის რესპუბლიკაში განხორციელებული რეფორმებისა და იმ გამოწვევების თაობაზე ისაუბრეს, რომლებიც დღეს პოლონელი სამართალდამცველების წინაშე დგას.
მხარეებმა ყურადღება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და შეთანხმდნენ კონკრეტულ მიმართულებებზე გაამახვილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები