მამუკა ბახტაძე: ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის საპასუხოდ, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადჭრა

ჩვენ დიდად ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, რომელიც სსერიგებისა და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

“მიმდინარე ოკუპაციის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მდგომარეობის საპასუხოდ, ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი კონფლიქტის გადაჭრა მშვიდობიანი გზით. ჩვენი ყოვლისმომცველი სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში, და აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერით, საქართველო ახორციელებს ისეთ სამვშიდობო ინიციატივებს, როგორიცაა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ” – პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს შერიგებას და ჩართულობას ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ საქართველოს მოქალქეებთან. საქართველომ ცალმხრივად დაადასტურა თავისი ერთგულება ძალის არგამოყენებისადმი. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას საპასუხო ნაბიჯი და შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები