“უსინდისობაა იმის წარმოჩენა, რომ პრემიერი შეიძლება, მიკერძოებული იყოს საკუთარი სოფლის მიმართ და გულგრილი იყოს მიმდებარე სოფლის მიმართ”

„მინდა, გამოვეხმაურო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ გადაცემას – სიყალბეს, სიცრუეს, რაც მიუძღვნეს მამუკა ბახტაძეს, თითქოს და მისი დედულეთი სოფელი ბაზალეთი, სადაც კეთდება პროექტები იმიტომ არის გამორჩეული, რომ იგი არის პრემიერის დედის სოფელი”, – ეს განცხადება ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა.

მისი თქმით, ხარაგაულში ძალიან ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტია განხორციელებული და პრემიერის სიუჟეტში გამოყვანა მიკერძოებულად, თითქოს და მხოლოდ საკუთარი სოფლის და დასახლების გამო ზრუნავს, ეს არის უსინდისობა, სიცრუის ტირაჟირება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა.
„ხარაგაულში 80 სოფელია, აქედან 40-ზე მეტი უკვე მოასფალტებული და მობეტონებული გზებით არის წარმოდგენილი. აქ მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ პარტიულ ტელევიზიას ემატებიან სწორედაც ჩვენი კოლეგების პარტიული აქტივისტები, რომლებიც მონაწილეობენ. აი, რომან გოცირიძე ბრძანებდა „ფეიკ ნიუსიო“ – რა განსხვავებაა? ცოცხალი „ფეიკ ნიუსები“ გყავთ თქვენ მე მგონი იქ, რომლებიც პირდაპირ საუბრობენ იმ სიყალბეზე და სიცრუეზე, რომელსაც ადგილი ნამდვილად არ აქვს. მამუკა ბახტაძის პრემიერობის დროს, რომელიც ასევე მთის განვითარების საბჭოს თავმჯდომარეა, 3-4 სოფლის მასშტაბური პროექტი იქნა დაფინანსებული. წარმოჩენა იმისა, რომ შეიძლება მიკერძოებული საკუთარი სოფლისა თუ დასახლების მიმართ იყოს და იქ გვერდით მდებარე სოფლის მაგალითად, რუისის, ღარიხევის და ა.შ მიმართ გულგრილი იყოს პრემიერმინისტრი, ამის წარმოჩენის მცდელობა ტელევიზიით უსინდისობა და ამორალურობაა”, – განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.
დეპუტატი ხარაგაულში მომხდარ სტიქიას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა, მერია, საკრებულო აკეთებს ყველაფერს, რომ დროულად იქნას აღმოფხვრილი სტიქიის შედეგები.
„მინდა, გამოვეხმაურო ხარაგაულში მომხდარ სტიქიას. ადგილობრივი თვითმმართველობა, მერია, საკრებულო აკეთებს ყველაფერს, რომ დროულად იქნას აღმოფხვრილი სტიქიის შედეგები და ყველა, ალბათ, ერთად მოვახერხებთ იმას, რომ 500- მდე ოჯახს, რომელიც ღამით გარე სამყაროს მოწყდა სტიქიის გამო, ძალიან მალე ექნება ნორმალური პირობების დაბრუნების შესაძლებლობა“, – აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები