მცხეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაშავდა

თბილისის გასასვლელთან, მცხეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი კედელს შეეჯახა და ამობრუნდა.

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. დაშავებულები არასრულწლოვნები, 17 წლის ახალგაზრდები არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები