გურჯაანში ავარიას 75 წლის მამაკაცი ემსხვერპლა

0

გურჯაანის სოფელ ჩალაუბანთან მსუბუქი ავტომანქანის ტრაქტორთან შეჯახების შედეგად 75 წლის მამაკაცი დაიღუპა.

სატრანსპორტო საშუალებაში მსხდომი ადამიანების მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც ,,კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანპსორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანსი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა სიცოცხლესთან შეთავსებელი ტრამვების გამო ვეღარ შეძლეს.

კომენტარები

კომენტარი