არასრულწლოვნის მიმართ ძალადობსთვის, გარდაცვლილი 4 წლის ბავშვის მამინაცვალი დააკავეს

4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი არკადი ძავაშვილი, რომლის მეუღლეც ლელა ქსოვრელი გოგონას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ამჟამად პატიმრობაშია, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის მუხლით დააკავეს. აღნიშნული „კვირას“ გენერალური პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
როგორ უწყებაში აცხადებენ, 4 წლის ნინო ზალინაშვილის მამინაცვალი არკადი ძავაშვილი სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 20 მაისს დაააკავეს.
ბრალდებულს ბრალი საქართველოს სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით წარედგინდა, რაც ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
შეგახსნებთ, რომ 4 წლის ნინო ზალინაშვილი იანვარში საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ზიგზაგის ქუჩაზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს გარდაცვლილი დახვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები