შვედეთის პოლიციამ მალმოს ცენტრალურ სადგურზე სავარაუდო ტერორისტი დაჭრა

შვედეთში, მალმოს ცენტრალურ სადგურზე პოლიციამ კაცი დაჭრა, რომელიც მუქარით ხალხის დაშინებას ცდილობდა. კონკრეტულად რა მუქარა იყო და უკავშირდება თუ არა ინციდენტი ტერორისტულ აქტს, ამაზე შვედეთის პოლიცია კომენტარს არ აკეთებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტის გამო სადგურის ევაკუირება განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად არავინ დაშავებულა, გარდა სავარაუდო ბოროტმოქმედისა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შემთხვევის ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები