დეპუტატებმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირეს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ლონდა თოლორაიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.
ლონდა თოლორაიას მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა. მისმა ოპონენტმა ვალერი ლომუაშვილმა კი საჭირო ხმები ვერ მიიღო. კენჭისყრის შედეგი რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
კანდიდატებმა დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საქმიანობის საკუთარი ხედვები წარადგინეს.
აღნიშნული კანდიდატი დასამტკიცებლად პარლამენტს წარედგინება.
სახელმწიფო ინსპექტორს, თამარ ქალდანს თანამდებობაზე ყოფნის ვადა 1-ელ ივლისს ეწურება.
სწორედ ამ დროიდან ამოქმედდება ინსპექტორის სამსახურის ახალი ფუნქცია, რომელიც მას სამართალდამცველების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების უფლებას ანიჭებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები