ჰონგ კონგში ექსტრადიციის კანონის წინააღმდეგ აქციაზე 1 მილიონი ადამიანი გამოვიდა

ჰონგ კონგში ექსტრადიციის კანონის წინააღმდეგ​ მასობრივი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორების თქმით, მასში მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. ისინი ჩინეთის მიერ მიღებულ კანონს აპროტესტებდნენ, რომლის მიხედვითაც ჩინეთს უფლება ექნება, ჰონგ კონგში დაკავებული პატიმრები ჩინეთის სხვა ნაწილში გადაიყვანოს და იქ გაასამართლოს.
ჰონგ კონგში მიიჩნევენ, რომ ეს მათი უფლებების უხეში დარღვევაა და ოფიციალური პეკინისგან მოითხოვენ, მათ საქმეში არ ჩაერიონ.
შეგახსენებთ, რომ ჰონგ კონგი ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია, რომელიც მე-19-20 საუკუნეებში ბრიტანეთის იმპერიის ნაწილს წარმოადგენდა. ის მხოლოდ 1997 წელს გადაეცა ჩინეთს იმ პირობით, რომ ჩინეთი არ ჩაერეოდა ჰონგ კონგის შიდა საქმეებში და იმუშავებდა პრინციპით – „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები