აშშ-ში სამშენებლო ამწე მრავალსართულიან სახლს დაეცა – არის მსხვერპლი (ვიდეო)
აშშ-ს შტატ ტეხასში რამდენიმე დღეა ძლიერი წვიმა და სეტყვაა. უამინდობის და სტიქიის გამო, დალასში სამშენებლო ამწე მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს დაეცა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო BNO NEWS ავრცელებს.
ამწე, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა, ძლიერი ქარის გამო 5-სართულიან საცხოვრებელს დაეცა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სტიქიის შედეგად 220 ათასზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.