შსს-მ “ქართული ოცნების” მხარდამჭერის მხრიდან ამომრჩეველზე შესაძლო ზეწოლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ვიდეო წარადგინა, სადაც მათივე თქმით, “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ამომრჩეველზე ზეწოლას ცდილობს. ​აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
უწყების ცნობით, ინციდენტში მონაწილე მხარეები ამ წუთებში ვერის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან გადაყვანილი.
შეგახსნებთ, რომ ნადირაშვილის მიერ ბრიფინგზე წარმოდგენილ ვიდეოში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დავით იმნაძეა ასახული, რომელმაც ნადირაშვილის მტკიცებით, მაისური გამოიცვალა და მე-17 უბანზე ამომრჩეველზე ზეწოლას ცდილობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები