სუდანში სამხედროებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს – დაღუპულია ერთი ადამიანი

სუდანის შეიარაღებულმა ძალებმა დედაქალაქ ხარტუმში გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, დაღუპულია ერთი ადამიანი.
სუდანში ალ-ბაშირის საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციები 6-7 აპრილიდან დაიწყო. 11 აპრილს სუდანის არმიამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალება მოაწყო და 30-წლიანი მმართველობის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი ომარ ალ-ბაშირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები