ზუგდიდში ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე, „ნისანის” მარკის ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლები დაშავდნენ და ისინი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. მომხდარზე საქმე აღძრულია სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები