თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე, ქალის ცხედარი აღმოაჩინეს

თბილისში, სამტრედიის ქუჩის პირველ ნომერში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ბინაში ქალის ცხედარი აღმოაჩინეს. არსებული ინფორმაციით, ბინაში, სადაც გარდაცვლილი იპოვეს, უგონო მგომარეობაში მყოფი ასაკოვანი ქალიც აღმოჩნდა, რომელიც პოლიციას კარს არ უღებდა.

მეზობლების ინფორმაციით, მათ აღნიშნული ბინიდან უსიამოვნო სუნი შეიგრძნეს და პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს ბინაში ცხედარი დახვდათ. ბინაში იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე ქალი.

როგორც „კვირას“ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ექიმთა ბრიგადამ შემთხვევის ადგილიდან სამი ქალი თბილისის სხვდასხვა კლინიკაში გადაიყვანა, მათ შორის ერთ-ერთი ქავთარაძეზე მდებარე ფსიქიატრიულ კლინიკაში.

ამ წუთებში ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„კვირა“ ამ თემაზე მუშაობას აგრძელებს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები