სოფიო ქაცარავამ GLOBSEC- ის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ GLOBSEC- ის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გამართა ამერიკის სენატორთან რონ ჯონსონთან, სლოვაკეთის საგარეო ურთიერთობათა და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეებთან, სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნებთან და გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) სტრატეგიული კომუნიკაციების წარმომადგენელთან.

სოფიო ქაცარავას განცხადებით, თითოეულმა მათგანმა გამოხატა სრული მხარდაჭერა საქართველოს საგარეო კურსის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე სურვილი და მოტივაცია ქვეყნებს შორის კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები