სოფიო ქაცარავა: ყველაზე ეფექტური გზა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ერთიანობა და მდგრადობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ, მონაწილეობა მიიღო გლობალური უსაფრთხოების (GLOBSEC) ბრატისლავას ფორუმში, სადაც განხილვის ძირითადი თემები ევროპული ინტეგრაცია, დემოკრატიის და ლიბერალური წესრიგის გამოწვევები, თავდაცვა და უსაფრთხოება იყო.

როგორც ,,კვირას” საქართველოს პარლამენტის ორესსამსახურიდან აცნობეს, სოფიო ქაცარავამ, როგორც სპიკერმა, მონაწილეობა მიიღო პანელზე „დასავლეთი და რუსეთი”, სადაც დასავლეთსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები და შესაძლო მოლაპარაკებები განიხილებოდა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს გამოცდილებაზე რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში. მისი განცხადებით საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთმა შეინარჩუნოს ნატო-ს ღია კარის და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, რაც ყოველთვის წარმოადგენდა ევროპული და ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გარანტიას.

„ყველაზე ეფექტური გზა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის არის ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ერთიანობა და მდგრადობა, ასევე დასავლეთის ძალიან პრინციპული პოზიცია ძირითადი საკითხების შესახებ” – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები