ახალქალაქში დაჯარიმებისას ადგილობრივებმა პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს – შსს-ს განმარტება

შსს ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
შს სამინისტრო ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და ადგილობრივ მედიას პასუხობს.
საუბარია ადგილობრივი მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც უწყების მირ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალქალაქში, „მძღოლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების დროს, რამდენიმე ადგილობრივმა მძღოლის მხარდაჭერის მიზნით წინააღმდეგობა გაუწია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს.
„მძღოლის ადმინისტრაციული წესით დაჯარიმების დროს, რამდენიმე ადგილობრივმა მძღოლის მხარდაჭერის მიზნით, წინააღმდეგობა გაუწია საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს. მათ სამართალდამცველებს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ხოლო შემდეგ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწიეს. პოლიციის მიმართ წინააღმდეგობისა (სსკ-ის 173-ე მუხლი) და წვრილმანი ხულიგნობისთვის (166-ე მუხლი) ადმინისტრაციული წესით პოლიციამ ახალქალაქში ორი მოქალაქე დააკავა. დაკავებულები გადაყვანილი არიან პოლიციის განყოფილებაში“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები