„მანიაკალური სურვილების, ბავშვობის დეფექტის დაკმაყოფილებისათვის ძალაუფლებას იყენებდნენ“

მუხროვანის სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეოს საპარლამენტო უკრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი აფასებს. როგორც ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს, ის რაც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოშია ნაჩვენები სახელმწიფო ტერორიზმია. მისი თქმით, წინა ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი მანიაკალური სურვილების, ბავშვობის დეფექტის, ვაჟკაცობის დეფიციტის დაკმაყოფილებისათვის ძალაუფლებას იყენებდნენ. ხიდაშელის განცხადებით, პოლიციას მხოლოდ პროპორციული ძალის გამოყენების უფლება აქვს, და სროლა მხოლოდ მაშინ შეუძლია თუ მეორე მხარეს შეირაღებული ძალის გამოყენებაში უპირატესობა აქვს და სხვანაირად ვერ განეიტრალდება და ესეც უნდა დადასტურდეს და ანალიზი სჭირდება.
„ეს არის სწორედ სახელმწიფო ტერორიზმი, როდესაც საკუთარი მანიაკალური სურვილების, ბავშვობის დეფექტის, ვაჟკაცობის დეფიციტის დაკმაყოფილებისათვის ძალაუფლებას იყენებ, ეს არის სახელმწიფო ტერორიმი, როდესაც უცებ გახსენდება, რომ ამ მანიაკალური სურვილის დაკმაყოფილებაში მზად ხარ ფული გადაიხადო, შესაძლოა ბედის ირონიით სწორედ იმ ორი გვამის ოჯახის მიერ გადახდილი გადასახადებიდან, ოღონდ 2 გვამი მოგიტანონ, და თან სულერთია რომელია ეს ორი გვამი ჩემი რეაქცია ამ ვიდეოზე ეს არის.
ეს კი რამდენიმე განმარტება დამწყები იურისტის სახელმძღვანელოდან, იმათთვის, ვინც ცდილობს ამ მოვლენის რაციონალიზაციას:
1. როდესაც სამშობლო საფრთხეშია და ქვეყანა იღუპება, სპეცოპერაცია წინსასწარ იგეგმება საფრთხეების ანალიზით, და არა ასე კოდუა, ახალაია მოიფიქრეთ რამე 2. პოლიციას მხოლოდ პროპორციული ძალის გამოყენების უფლება აქვს, და სროლა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ მეორე მხარეს შეირაღებული ძალის გამოყენებაში უპირატესობა აქვს და სხვანაირად ვერ განეიტრალდება ესეც უნდა დადასტურდეს და ანალიზი სჭირდება 3. ლიკვიდაციის გეგმა შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ზევით ორი პუნქტი რომ დავწერე ის უნდა მოხდეს ჯერ 4. ლიკვიდაციის ბრძანებას არ გასცემენ „გააკეთეთ რამეს“ ფორმატში 5. ლიკვიდაციის ბრძანებას არ გასცემენ რომელიმე ორი გვამის სურვილით, მაგრამ კონკრეტული ადამიანები უნდა არსებობდნენ და კონკრეტული საფრთხე რომელსაც სხვა ვერაფერი დაუპირისპირდება 6. რომელიმე ორი გვამის მოთხოვნა ამისათვის უცებ გახსენებული პრემიის შეთავაზება, ძალიან შეუსაბამო სიტყვაა, მაგრამ ახლა სხვა არ მახსენდება სახელმწიფო კორუფციის მაგალითია“,- აცხადებს თინა ხიდაშელი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები