ჩამოვარდნილი ვერტმფრენი „აჭარა ჯგუფს“ ეკუთვნის – გარდაცვლილია პილოტი და კომპანიის 2 თანამშრომელი
„აჭარა ჯგუფი“ დაბა ყაზბეგში ჩამოვარდილ ვერტმფრენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„დაბა სტეფანწმინდაში ჩამოვარდა „აჭარა ჯგუფის“ კუთვნილი ვერტმფრენი-ავიატორი. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია პილოტი და „აჭარა ჯგუფის“ ორი თანამშრომელი. კომპანია ღრმა მწუხარებას უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს. „აჭარა ჯგუფი” სრულად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან“, – ნათქვამია საგანგებო განცხადებაში.