“დაიღუპნენ ეკიპაჟის წევრები და “რუმსის” თანამშრომელი” – შსს-მ ყაზბეგში მოხდარი ავიაკატასტროფის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შს სამინისტრომ ყაზბეგში მოხდარი ავიაკატასტროფის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც საჰაერო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

6 ივნისს  დაბა სტეფანწმინდის მიმდებარედ კომპანია “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” კუთვნილი ვერტმფრენი – ყუროს მთასთან, დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად ვერტმფრენში მყოფი სამივე ადამიანი – ეკიპაჟის წევრები და სასტუმრო “რუმს ჰოტელ ყაზბეგის” ერთი თანამშრომელი გარდაიცვალა.

“შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები, პოლიციამ და ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები