„როდესაც მიხეილ სააკაშვილი მუხროვანში მივიდა, იქ ტელევიზიის ოპერატორები არ მუშაობდნენ“

      მიხეილ სააკაშილი, როდესაც მუხროვანში მივიდა იქ ტელევიზიის ოპერატორები არ მუშაობდნენ , – ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის პირადმა ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტს ადგილზე ოთხი კამერა დახვდა, რომელიც სავარაუდოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნოდა.
როგორც გედენიძემ აღნიშნა, მაშინ როდესაც მერაბიშვილმა დავალება გასცა, ფოტოფრაფი მუხროვანში არ იმყოფებოდა და მისთვის უცნობია ვისი გადაღებული იყო აღნიშნული კადრები.
„როცა სააკაშვილი მივიდა მუხროვანის ბაზაზე დაახლოებით 3-5 წუთში უკვე მეც მივედი, სპეცრაზმი შევიდა ორ სართულიან შენობაში, შეამტვრიეს კარი, დაათვალიერეს ოთახები. შემდეგ სააკაშვილიც შევიდა, იქაც გადავიღეთ რამდენიმე კადრი გამოსვლის მომენტში, სწორედ იქ ვარ აღბეჭდილი ბუჩქებთან და ვიღებ ამ სიტუაციას რაც ხდება. ბაზაზე მე ვიღებდი, პრეზიდენტის პირადი ოპერატორი, დაახლოებით 3-4 კამერა იღებდა. მაგრამ ტელევიზიის ოპერატორებიდან იქ არავინ არ იყო“, – განაცხადა გიორგი გედენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები