ბრაზილიის ციხეში დაპირისპირებას 15 პატიმარი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, შტატ ამაზონასის ციხეში, პატიმრებს შორის მომხდარის ჩხუბის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას სააგენტო The Assosiated Press-ი ავრცელებს.
ინციდენტის ადგილზე გაგზავნილ იქნა უსაფრთხოების სპეცდანაყოფები, რომლებმაც ვითარების განეიტრალება და კონტროლის ქვეშ აყვანა შეძლეს.
სააგენტოს ინფორმაციით, ციხიდან არავინ გაქცეულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები