ლადო კახაძე „საზმაუზე“ შალვა შავგულიძესთან დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს (ვიდეო)

მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი, ლადო კახაძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მიერ დაგეგმილ დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და დებატებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

ლადო კახაძე თავის ოპონენტს, შალვა შავგულიძეს იმავე გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მთაწმინდელებს უნდა მისცენ შესაძლებლობა, მათ ხედვებს უკეთესად გაეცნონ.

„ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისათვის, მით უმეტეს, როგორც მმართველი გუნდის კანდიდატისთვის მთაწმინდაზე, ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალება ჰქონდეს. არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ჩემი კარი ღიაა ყველა მთაწმინდელისათვის და მიმაჩნია, რომ როდესაც მზად ხარ პასუხისმგებლობა აიღო და ასეთ უბანს, ასეთ ადამიანების წარმოადგენდე პარლამენტში, მაქსიმალური ინფორმაცია უნდა მიაწოდო მათ, რათა ყოველი ამომრჩეველი დარწმუნებული და იყოს საკუთარ არჩევანში, საკუთარ სიმართლეში. ამიტომ, რა თქმა უნდა, ვთანხმდები საქართველოს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შემოთავაზებას!
ეს კიდევ ერთი საშუალებაა, ჩემს მთაწმინდელებს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და იმ ადამიანებს, ვისაც ჯერაც ვერ გადაუწყვეტიათ, ვის დაუჭირონ მხარი, ვესაუბრო ჩვენს გეგმებსა და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც მეორე ტურში გამარჯვებიდან პირველივე დღეს შევუდგები ჩემი უბნისა და თანამოქალაქეების საკეთილდღეოდ! მე მზად ვარ რთული კითხვებისთვის, მზად ვარ ოპონირებისთვის და მზად ვარ მთაწმინდელებთან ერთად გამარჯვებისთვის! მოვუწოდებ ჩემს კონკურენტს, დათანხმდეს “საზოგადოებრივი მაუწყებლის” შემოთავაზებას, რათა მივცეთ მთაწმინდელებს შესაძლებლობა, გაეცნონ ჩვენს ხედვებს და თავად გადაწყვიტონ, სად და ვისკენ არის სიმართლე, სად და ვისთან ერთად ხედავენ უკეთეს მომავალს“, – აცხადებს ლადო კახაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები