„წერილები წარსულიდან“ – გამოცემის წარდგენა გაიმართება

1 ივნისს, 13 საათზე, „ექსპო ჯორჯიაში“, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, გამოცემის „წერილები წარსულიდან“ პრეზენტაციას გაიმართება.
პრეზენტაციას წარუძღვებიან ვახტანგ ჯავახაძე და თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალური დირექტორი, ნინო სანადირაძე.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების ინფორმაციით, გამოცემაში წარმოდგენილია ილია ჭავჭავაძის, ოლღა გურამიშვილის, ეკატერინე გაბაშვილის, მარჯორი უორდროპის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გალაკტიონ ტაბიძის, ოლღა ოკუჯავას, მელიტონ ბალანჩივაძის, ზაქარია ფალიაშვილის, კალისტრატე ცინცაძის, ივანე რატიშვილის, ილია ზურაბიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ვახტანგ ჭაბუკიანის, გალინა კუზნეცოვას, მერაბ კოსტავას, კოტე და სოსო წერეთლების პირადი წერილები, რომლებიც პირადული მიმოწერის შინაარსს სცდება და ეპოქალურ მნიშვნელობას იძენს.
მათი გაცნობისას, მკითხველი უკავშირდება ეპოქას, იაზრებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კონტექსტს, ადამიანების პირად თავგადასავლებს, რწმენა-წარმოდგენებს, გონებრივ და ემოციურ თავისებურებებს, დამახასიათებელ ენობრივ სტილს და აცოცხლებს სამუზეუმო ექსპონატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები