ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს 26 მაისს ქართულად ულოცავს
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ქართულ ენაზე ულოცავს.
„გულითადად ვულოცავ ჩვენს მეგობარ ქართველ ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! დარწმუნებული ვარ, რომ სომხურ-ქართული ამჟამინდელი მაღალი დონის ურთიერთობები მომავალშიც ჩვენი ხალხების ინტერესებს მოემსახურება“, – წერს ფაშინიანი ტვიტერის პირად გვერდზე და საქართველოს დროშის ფოტოს აქვეყნებს.
ამასთან აღსანიშნავია, რომ ერევნის ქუჩებში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშები გამოფინეს.