სალომე ზურაბიშვილი: ჩვენი პირველი გამარჯვება ის არის, რომ ომმა და ოკუპაციამ ჩვენი მთავარი გზიდან ვერ გადაგვახვევინა ​

“ჩვენი პირველი გამარჯვება ის არის, რომ ომმა და ოკუპაციამ ვერ გადაგვახვევინა ჩვენი მთავარი გზიდან. საქართველოს ყველგან აღიარებენ, როგორც მოწინავე ქვეყანას, ევროპასთან და ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე; აღიარებენ, როგორც სტაბილურობის კუნძულს”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა, სალომე ზურაბიშვილმა თავისუფლების მოედანზე განაცხადა, სადაც საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტების სამხედრო ფიცი ჩაიბარა და ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დემოკრატიული განვითარება, სტაბილურობა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე წარმატებული სვლა ქართული საზოგადოების უდიდესი მონაპოვარია.

“საქართველოს ასეთი შეფასება საზღვარგარეთ ყველგან მხვდება და მეამაყება. დემოკრატიული განვითარება, სტაბილურობა და ევროპისკენ მიმავალ გზაზე წარმატებული სვლა ჩვენი საზოგადოების უდიდესი მონაპოვარია. ამაზე დგას ჩვენი დამოუკიდებლობა და ჩვენი მომავალი. ამ მონაპოვარს უნდა გავუფრთხილდეთ. საზოგადოების გათიშვა არ უნდა დავუშვათ. ეს ასუსტებს სახელმწიფოს. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ განსხვავებულ აზრს, ამიტომ მე არ ჩავრეულვარ და არ ჩავერევი უშუალოდ პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ დავიცავ დემოკრატიის მთავარ პრინციპებს და წინ გადავუდგები ყველა მცდელობას და განაცხადს, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფოს წინააღმდეგ”, -განაცხადა პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები