პრემიერ-მინისტრი: მერაბ კოსტავა არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა უყვარდეს საქართველოს მოქალაქეს სამშობლო

“მერაბ კოსტავა არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს”, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთაწმინდის პანთეონში განაცხადა, სადაც, მერაბ კოსტავას 80 წლისთავთან დაკავშირებით, მისი საფლავი ყვავილებით შეამკო.

მთავრობის მეთაურმა სრულიად საქართველოს 26 მაისი – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„დღეს საქართველოს ეროვნულ გმირს, მერაბ კოსტავას 80 წელი შეუსრულდებოდა. მის სახელთან ასოცირდება ეროვნული მოძრაობა, დიდი იდეა, რომელმაც ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა მოგვიტანა. მერაბ კოსტავა არის მაგალითი იმისა, როგორ უნდა უყვარდეს სამშობლო საქართველოს ყველა მოქალაქეს და როგორ უნდა იბრძოდეს მისი ეროვნული ინტერესებისთვის. მინდა, ქედი მოვიხარო მისი ნათელი ხსოვნის წინაშე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები