“მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, რომ არ გაჩენილიყო კითხვები, სამუშაოები შეჩერდა”

“მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქედს მიღმა, იქ, სადაც მანამდეც არსებობდა ბილიკები, რომ არ გაჩენილიყო კითხვები, რომელიც ახლა დასვით, სამუშაოები შეჩერდა”, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვას, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ასეთია ბაქოში გამართული კომისიების სხდომის შედეგების მოკლე ფორმულირება.

„მსურს, საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, როგორ წარიმართა კომისიების სხდომა ბაქოში. მისი მოკლე ფორმულირება არის შემდეგი – მიუხედავად იმისა, რომ ეს სამუშაოები წარმოებდა აზერბაიჯანის მიერ ფაქტობრივად კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქედს მიღმა, იქ, სადაც მანამდეც არსებობდა ბილიკები, რომ არ შექმნილიყო აღქმა და არ გაჩენილიყო ის კითხვები, რომელიც თქვენ ახლა დასვით, სამუშაოები უნდა  შეჩერებულიყო და ეს ასეც მოხდა. რაც შეეხება დავითგარეჯთან დაკავშირებულ სიტუაციას, ამის შესახებ მოგვიანებით კიდევ გავაკეთებთ კომენტარს”, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები