საქართველოსა და აზერბაიჯანის დელეგაციებმა სახელმწიფო საზღვრის საკითხზე იმსჯელეს

0

ბაქოში  საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის მე-12 სხდომა გაიმართა.
ქართული მხრიდან დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში საქართველოს სპეციალური წარმომადგენელი ლაშა დარსალია ხელმძღვანელობდა.
ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხრიდან – აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი საზღვრისა და კასპიის ზღვის საკითხებში ხალაფ ხალაფოვი.
შეხვედრაზე ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის ექსპერტები და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
მხარეებმა სახელმწიფო საზღვრის გავლებისა და ყველა შეუთანხმებელი მონაკვეთი საკიხთი განიხილეს.
სხდომის შედეგების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ სახელმწიფო საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთების ადგილზე ერთობლივი დათვალიერების ჩატარებაზე, ექსპერტების დონეზე.
ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ მოახდინონ შესაბამისი ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების და კარტოგრაფიული მასალების შესწავლა და შეფასება, რაც დაკავშირებულია სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრასთან.
კომისიის მორიგის ხდომა თბილისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი