თორნიკე რიჟვაძე: ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავრობა ხალხს დაამახსოვრდეს, როგორც წარმატებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატიოსანი
აჭარის მთავრობის ორგანიზებით ქართველი და უცხოელი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა: „ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მთავრობა ხალხს დაამახსოვრდეს, როგორც წარმატებული და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პატიოსანი.
აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესთან დიალოგს. ბიზნესის განვითარებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და ძლიერი ქართული ოჯახები.
ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ბიზნესთან ურთიერთობა იყოს გამჭვირვალე და დაბალანსდეს საჯარო და კერძო ინტერესი”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.