ლექტორს, რომელსაც სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, მუხლი დაუმძიმდა

ბათუმში ბსუ-ის ლექტორს, ომარ მახარაძეს, რომელსაც მისივე სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს, შსს-მ გამოძიებამ მუხლი გადაუკვალიფიცირა.
უწყების ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 150-ე მუხლით აწარმოებდა, რაც იძულებას გულისხმობს,
თუმცა ახლა გამოძიება სსკ-ის 139-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის, ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულებას გულისხმობს.
​ცნობისათვის, ბათუმის საკრებულოში “ქართული ოცნების” დეპუტატსა და ბსუ-ს ლექტორს, ომარ მახარაძეს მისივე სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ლექტორი სტუდენტის ბრალდებებს უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები