მარტვილის მერიაში ჯანდაცვის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში „ტუბერკულოზის, შიდსის, C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირება პირველად ჯანდაცვაში და პარტნიორობის განვითარება დაავადებათა ადრეული გამოვლენისთვის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“ პროგრამის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები –  ბექა იოსელიანი და უკა კილაძე უძღვებოდნენ.
შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი – ალექსანდრე გრიგალავა, მერის მოადგილე – აკაკი ხუნწელია, მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის თანამშრომლები, მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები, ოჯახისა და სოფლის ამბულატორიის ექიმები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთში ტუბერკულოზის, შიდსის, C ჰეპატიტის დაავადებათა ადრეული გამოვლინებისთვის საპილოტე პროგრამის შედეგები განიხილეს; ასევე, ისაუბრეს პროგრამაში არსებულ ცვლილებებზე.
პროექტის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადა ადგილობრივი ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს თანამშრომლობისა და ეფექტური, გუნდური მუშაობისთვის.
პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების მხარდაჭერითა და ჩართულობით ტუბერკულოზით, შიდსით, C ჰეპატიტით ინფიცირებულ პირთა დროულად გამოვლენასა და მკურნალობას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები