ვახტანგ გომელაური სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს შეხვდა

0

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ვახტანგ გომელაური სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
როგორც „კვირას“ სუსი-დან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორთან, არტურ ვანეციანთან.
„საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ ვითარებას. ვახტანგ გომელაურმა და არტურ ვანეციანმა საქართველოსა და სომხეთის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის განვითარების, ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების საკითხებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ურთიერთობის სტაბილური განვითარებისა და გაღრმავების მნიშვნელობას“, – აცხადებენ სუს-ში.

კომენტარები

კომენტარი