ბოლნისში 26 მაისთან დაკავშირებით ვეტერან ქალბატონებს საჩუქრები გადაეცათ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის, საკრებულოს თავმჯდომარისა და მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის 2 ვეტერან ქალბატონს სიმბოლური საჩუქრები გადაეცა.
“საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში მონაწილეობისათვის, გამოჩენილი სიმამაცისა და დიდი პატრიოტიზმისათვის, მადლობის სიგელები დღეს მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა – მარინა ჯალაღანიასა და ია ჯანაშიას გადასცეს.
მარინა ჯალაღანია 80-იანი წლებიდან ჩაერთო ეროვნულ მოძრაობაში, არის 9 აპრილის მოვლენებისა და სამაჩაბლოს ომის მონაწილე.
პროფესიით ექიმი ია ჯანაშია სოხუმელია, აფახეთის ომის დროს ერთ-ერთ სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდა და, როგორც თავად ამბობს, ერთი დღით არ მიუტოვებია საყვარელი ქალაქი და საქმე“, – აცხადებენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში.