გიორგი გოგლიჩიძე: ზესტაფონელები ნახავენ, თუ რა შეუძლია მოსახლეობისა და ხელისუფლების ერთად დგომას

ზესტაფონში წლის პირველი ნახევრისთვის ქალაქის 16 ქუჩისა და ამდენივე სოფლის გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ახლადარჩეული მერი, გიორგი გოგლიჩიძე “კვირასთან” საუბარში ამბობს, რომ სამუშაოები უკვე დაწყებულია და  ტაბიძე-მესხიშვილის ქუჩებზე ინტენსიურ რეჟიმში  მიმდინარეობს, სადაც ასფალტის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ასევე, მიმდინარეობს ქალაქში ჩხეიძის ქუჩაზე მე-4 ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რემონტია კლდეეთის ბაღშიც. საგზაო-საპროექტო სამუშაოები დაიწყოილემში, წევაში, კვალითში, დილიკაურსა და ბოსლევში. აღნიშნული ლოკაციებზე, გიორგი გოგლიჩიძის თქმით, სხვადასხვა მოცულობისა და ღირებულების სამუშაოები უნდა ჩატარდეს. გოგლიჩიძე ამბობს, რომ სწორედ ასეთ აღმშენებლობას პირდებოდა იგი მოსახლეობას საარჩევნო კამპანიის დროს ჩატარებულ შეხვედრებზე. მისი თქმით, უახლოეს რამდენიმე დღეში წყალმომარაგების პროცესი გაუუმჯობესდება საყავრია-კიკრის უბნის 1000-ზე მეტ აბონენტს, ახალი რეზერვუარი ახლა სატესტო რეჟიმშია.

“სწორედ ამას ვპირდებოდი ზესტაფონლებს. ისინი მალე საკუთარი თვალით ნახავენ, თუ რა შეუძლია მოსახლეობისა და ხელისუფლების ერთად დგომასა და პრობლემების ერთობლივად გადაწყვეტას”, -აღნიშნა გიორგი გოგლიჩიძემ.

შეგახსენებთ, ზესტაფონსა და საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში 19 მაისს მერის რიგგარეშე არჩევნები გაიმართა. ზესტაფონის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გიორგი გოგლიჩიძემ ადგილობრივების 50,75 პროცენტმა დაუჭირა ხმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები