ლონდა თოლორაია: შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირისთვის შესაძლოა, მამაკაცის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს

0

„შესაძლოა, აღაიანში შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე მამაკაცის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს“, – ამის შესახებ შს სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა.
როგორც ჟურნალისტებს ლონდა თოლორაიამ განუმარტა, აღნიშნული საქმის ფარგლებში მტკიცებულებების მოპოვება ხდება.
„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გოგონა დაორსულების დროისთვის 15 წლის იყო და ამ ასაკის პირთან ნებაყოფლობით სქესობრივი კავშირი დანაშაულია. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ნათესავური კავშირების დადგენის მიზნით და, ამის შემდგომ, დღის წესრიგში შესაბამისი პირის პასუხისმგებლობაც დადგება. შესაძლოა, მამაკაცის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
შვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედასთან სქესობრივი კავშირის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი