სამეფო უბნის თეატრი ჟან-გი ლეკასთან ღია შეხვედრას უმასპინძლებს

25 მაისს, 18:00 საათზე, სამეფო უბნის თეატრში,  სცენოგრაფსა და სათეატრო სივრცეების დიზაინერთან, პიტერ ბრუკის ხანგრძლივ კოლაბორატორთან, ჟან-გი ლეკასთან ღია შეხვედრა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ჟან-გი ლეკას სახელი სამუდამოდ დაკავშიებულია ევროპული თეატრის არაერთი საკვანძო მოვლენასა და გენიალურ რეჟისორთან: ჟან-ლუი ბარო, როჟე ბლენი, ჟან მიშელ სერო, ასზე მეტი სპექტაკლი ლეგენდარულ თეატრებში „კარტუშერი“ და Living Theater, რომლებშიც იგი არა მხოლოდ სცენოგრაფად და კოსტიუმების მხატვრად, არამედ მსახიობადაც კი მუშაობდა. ჟან-გი ლეკას, როგორც სცენოგრაფის ცხოვრება, ასევე უკავშირდება ისეთ სახელებს, როგორებიცაა ჟან ვილარი, სემუელ ბეკეტი, დარიო ფო და ლუკა რონკონი. 1975 წლიდან 25 წლის მანძილზე ჟან-გი ლეკა პიტერ ბრუკის მუდმივი კოლაბორატორი იყო.
ჟან-გი ლეკა ასევე არაერთი მნიშვნელოვანი სათეატრო სივრცის არქიტექტორია. იგი ქმნიდა ახალ სივრცეებს პარიზში, ნიუ – იორკში, ავინიონში, სტრასბურგში, ბარსელონაში, პრაღაში, ლონდონსა და ლისაბონში.
შეხვედრა გაიმართება ინგლისურ ენაზე ქართული თარგმანით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები