სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, დაფენილსა და წაბლარასხევში  შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოები დღეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა – არჩილ გოგსაძემ  მერის პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან ერთად დაათვალიერა. როგორც „კვირას“ მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, აღნიშნულ სოფლებში რკინა- ბეტონის საფარის დაგება სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლითაც სამშენებლო მასალების შეძენა მოხდა, ხოლო სამუშაოებს მოსახლეობა აწარმოებს.
„სოფელ ნერგეეთს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის 20, 000 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 800 ლარი გამოეყო. სოფელ დაფენის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის 6,000 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 1000 ლარი გამოეყო. სოფელ წაბლარასხევს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციისთვის 10,000 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 800 ლარი გამოეყო“, – აცხადებენ ბაღდათის მერიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები