ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განახორციელა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა – არჩილ გოგსაძემ, პირველ მოადგილე კახა ენუქიძესთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
„სოფელ დიმში მამაუკაშვილების შესახვევიდან ეკლესიამდე მისასვლელ 110მ/ გზაზე რკინა-ბეტონის საფარისა და სანიაღვრეების მოწესრიგება მიმდინარეობს. რკინა- ბეტონის საფარი დაიგება სოფელ ობჩაში მთისძირისკენ მისასვლელ და ფერსათი-შუბანის დამაკავშირებელ გაზებზე“, – აცხადებენ მერიაში.
მათივე ცნობით, სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.