ლევან ნიკოლეიშვილი: ხვალ „რუსთავი 2-ის“ პარტნიორთა კრებაზე ფინანსურ საკითხებზე იმსჯელებენ

0

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში „რუსთავი 2-ის“ წილების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

მისი თქმით, გვარამიას, ფაქტობრივად, ფინანსურად “გამოშიგნული” აქვს „რუსთავი 2“.
„რუსთავი 2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის მოთხოვნით, ხვალ პარტნიორთა კრება გაიმართება. ნიჟარაძის ადვოკატის განცხადებით, აღნიშნულ კრებაზე ფინანსური საკითხებზე იმსჯელებენ. საინტერესოა, რომ გვარამიას, ფაქტობრივად, ფინანსურად “გამოშიგნული” აქვს „რუსთავი 2“. სწორედ ამ მიზნით ცდილობს, იმუნიტეტი შეიქმნას და, ვითომდა თავისუფალ მედიას ამოფარებულმა, აიცილოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც მას ემუქრება, მათ შორის ფინანსური მაქინაციებისთვის, მინიმუმ, 12-წლიანი სასჯელი. ალბათ, პარტნიორების მხრიდან მისი გამიჯვნა მოხდება. როგორც ჩანს, გვარამიამ მიზანმიმართულად შეძლო „რუსთავი 2-ის“ ფინანსური გაკოტრება, რათა შემდეგ კვლავ სახელმწიფოს გადააბრალოს მედიაზე შეტევა და, ვინ იცის, კიდევ რას მოიგონებს ეს ვითომ თავისუფალ სიტყვას ამოფარებული…“, – წერს ნიკოლეიშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

ცნობისთვის, „რ2-ის“ 9%-იანი წილის მფლობელი, ნინო ნიჟარაძე აცხადებს, რომ სხვა პარტნიორებისა და ნიკა გვარამიას წინააღმდეგ წარმოებულ სასამართლო დავაზე უარს იტყვის, თუ მხარეები შეთანხმებას მოახერხებენ.

კომენტარები

კომენტარი