სამხედრო ტექნიკის გამოფენა და სუხიშვილების კონცერტი – ქვემო ქართლის რეგიონი დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონიძიებით აღნიშნავს

საქართველოს დამოუკიდებლობის 101 წლის იუბილე ქვემო ქართლში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნება:
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისს, რუსთავში, თავისუფლების მოედანზე, სხვადასხვა კულტურული, შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება გაიმართება. დილიდან, თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოიფინება სამხედრო ტექნიკა 14:00-19:00 სთ – კონცერტი (შადრევანთან, მცირე სცენაზე) 18:00 სთ – დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების თეატრალიზებული წარმოდგენა.18:00 სთ – გასართობი აქტივობების საუკეთესო მონაწილეების დაჯილდოება20:00 სთ – ანსამბლ ,,სუხიშვილების“ კონცერტი 21:00 სთ – ფოიერვერკი საღამოს დიჯეი დაასრულებს.
ქალაქი მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, დღის განმავლობაში, წარმოდგენილი იქნება სამხედრო ტექნიკის გამოფენა;14:00 საათიდან, რუსთაველის ქუჩაზე, მოეწყობა სახალხო სეირნობა, ადგილობრივი და მოწვეული მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციისა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ბავშვთა გასართობი აქტივობები.19:00 საათიდან დაიწყება საზეიმო გალაკონცერტი, რომლის ფარგლებშიც მაყურებლების წინაშე წარდგებიან ანსამბლი „მგზავრები“ და თეატრალური კვარტეტი.
ბოლნიშში 12:00 საათიდან – კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების გამოფენა, ყვავილების გამოფენა, ბოლნისში მცხოვრები გერმანელი კოლონისტების ცხოვრების ამსახველი ფოტო – გამოფენა, ბიბლიოთეკების მიერ წარმოდგენილი წიგნების გამოფენა. 15:00 საათი – გაიმართება დასკვნითი კონცერტი, კულტურის სახლის დიდ სცენაზე, ანსამბლ „ორბელისა“ და „ერთობას“ შესრულებით.
11:00 საათიდან – ქ. გარდაბანში, გაიმართება ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში, შეჯიბრი მკლავჭიდსა და ნარდში. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით.მოეწყობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპონატების, თემატურად შესრულებული ნახატების, ხალხური რეწვის, ტექსტილის, თექაზე შესრულებული და სხვა ადგილობრივი მხატვრების გამოფენები. მსახიობების გაიმართავენ პერფორმანსს. ანიმატორების წარმოდგენენ საბავშვო შოუ-პროგრამას.ღია სცენაზე, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების, სოლო შემსრულებლებისა და საგუნდო კოლექტივების მონაწილეობით გაიმართება სადღესასწაულო კონცერტი.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ქ. თეთრიწყაროში, კულტურისა და დასვენების პარკში, საკონცერტო, თეატრალური წარმოდგენებით და სპორტული ღონისძიებებით აღინიშნება. წარმოდგენლი იქნება საქართველოს ყველა კუთხე. მოეწყობა გამოფენები. გაიმართება სპორტული შეჯიბრებები ჭადრაკში, მაგიდის ჩოგბურთსა და მკლავჭიდში. 14:00 საათი – თეთრიწყაროს კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული, ფოლკლორული ანსამბლების, მხატვრული კითხვის წრის და მოსწავლეების მონაწილეობით, საკონცერტო ღონისძიება გაიმართება.15:00 საათი – მუნიციპალიტეტში მოქმედ ორგანიზაციებს შორის ჩატარდება, ამხანაგური ტურნირი ფრენბურთში.
12 საათზე, ქ.დმანისის ცენტრალურ სკვერში გაიმართება კონცერტი ადგილობრივი ქორეოგრაფიული ფა ფოლკლორული ანსამბლების, მუსიკალური სტუდიების და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელთა მონაწილეობით. მოეწყობა დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ხატვის რეწვის სტუდიების ბავშთა ნამუშევრების გამოფენა. საბიბლიოთეკო სამსახურის წარმოდგენს ძველ გამოცემებსა ახალ წიგნებს.გამოიფინება ეთნოგრაფიული მასალა და მოეწყობა ყვავილების კუთხე. ჩატარდება მოყვარულთათვის ჭადრაკის ტურნირი. ტურნირის გამარჯვებულებს გადაეცემათ სამახსოვრო საჩუქრები.

წალკაში 12:00 საათიდან, ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე, ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით გაიმართება კონცერტი.13:30 საათიდან სასპორტო სკოლის დარბაზში ჩატარდება სპორტული აქტივობები. 18:00 საათზე ღონისძიებას დაასრულებს უხუცესთა ანსამბლი „თრიალეთი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები