ვანო მერაბიშვილი: ცამდე მართალი ვარ და არ მრცხვენია
ცამდე მართალი ვარ და არ მრცხვენია, ვინაიდან არც ერთი მათგანის წინააღმდეგ არ იყო გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ქუთაისში სასამართლო პროცესის დაწყებამდე, გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე კომენტირებისას განაცხადა. “ცამდე მართალი ვარ და არ მრცხვენია, ვინაიდან არც ერთი მათგანის წინააღმდეგ არ იყო გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი. ჩვენი ინფორმაციით, მუხროვანის აჯანყებაში მონაწილეობდა ორი რუსი მრჩეველი. მე ვიძლეოდი მათი პოვნის ბრძანებას. სწორედ მაშინ ვთვქი, მომიძებნეთ ის ორი გვამი. მაშინ 15 ადამიანი დააკავეს. ამ ამბის მიბმა ხელოვნურია სამი კვირის შემდეგ ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და ოთანაძის დაკავებასთან”, – განაცხადა მერაბიშვილმა. ამასთანავე, მერაბიშვილმა პროკურატურას მოუწოდა ობიექტურად იქნას გამოძიებული აღნიშნული ამბავი.