„ყველა კანცელარიასთან, განგაშის დროა, დავით-გარეჯი საქართველოა!“ – დღეს თბილისში აქცია გაიმართება

24 მაისს, 15:00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან, დავით-გარეჯში შექმნილი ვითარების გამო, მოსახლეობის აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, პასუხი გასცეს დაგროვილ კითხვებს და ორ ქვეყანას შორის დაწყებული მოლაპარაკების დეტალები გაახმაუროს.
„კვირა“ აქციის ორგანიზატორთა ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ვიკრიბებით კანცელარიასთან სასწრაფოდ!
დრო აღარ გვაქვს ლოდინის. მთავრობამ, პრემიერმა უნდა გვიპასუხოს, ვისია გარეჯი, ჩიჩხიტური, უდაბნო…
ჩიჩხიტურისკენ სამანქანო გზა გაჰყავს აზერბაიჯანს, სანამ მთავრობა გვატყუებს, რომ მოლაპარაკების სტადიაშია, სანამ ნაცარს გვაყრით თვალებში, მიითვალა ტერიტორია აზერბაიჯანმა!
სუვერენული სახლემწიფო რას ნიშნავს? – დროშას, გერბს, გიმნს, რუკას, ენას მამულს, სარწმუნოებას?! რომელს ვუტოვებთ წაუბილწავს ჩვენს შვილებს, გაგვეცით პასუხი!
გარეჯზე გაგვცეს პასუხი მთავრობამ, გვითხრას საჯაროდ, რას აპირებს, ვის ელაპარაკება და რაზე, ვინ საუბრობს საქართველოს სახელით და რა პირობებითა და რა უფლებით! საქართველოს გიდებს გვაინტერესებს, რომელი ქვეყნის დამოუკიდებლობას აღვნიშნავთ ასე პომპეზურად, რომელსაც ვყიდით?
ტურიზმზე მდგარი ეკონომიკა  ტურისტული ობიექტების გარეშე რჩება, მომავალი თაობა – გარეჯის ტერიტორიიის გარეშე  და ჩვენ 26 მაისობა გვაქვს?
დამთავრდა ის დრო, პური და სანახაობა რომ კვებავდა საზოგადოების მასებს, გაიღვიძა ქვეყანამ!
გაიგეთ, უნდა ვიცოდეთ ქართველებმა, რას გვიპირებთ, კიდევ რომელი მიწა და ობიექტია გასაყიდად გატანილი…
პრემიერი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, მთავრობა სრულად, პარლამენტი, ოდნავ პასუხისმგებლობას არ გრძნობთ ხალხის წინაშე?
ერთი ღია განცხადება, ერთი ღია შეხვედრა საკითხზე, რა პრობლემაა პირმართალი ხელმძღვანელობის მხრიდან მოსახლეობასთან, ერთი ღია ეთერი თემაზე, ღია განხილვა, ღია დისკუსია… რამ შეგაშინათ, მარტო არ ხართ, როცა მართლები ხართ! აქ ვართ ბევრნი ვართ! აღიარეთ ოღონდ, რომ გარეჯი საქართველოა და არცერთი გოჯი ქართული მიწა და ქართული სისხლით მორწყული ეკლესია-მონასტერი არ უნდა დაეთმოს არავის!
აქციას გავაგრძელებთ მანამ, სანამ საქართველოს პრემიერმინისტრი არ ჩაგვხედავს თვალებში ქართველებს და არ გვეტყვის, რომ ჩვენ ვცდებით, ჩვენ გვეჩვენება და აღიარებს, რომ გარეჯა ჩვენია!“
გუშინ  ადგილობრივმა გიდმა, ზვიად ანანიაშვილმა გაავრცელა ფოტო და ვიდეომასალა, რომ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, ჩიჩხიტურის კოშკთან, საზღვართან, აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო, რასაც საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები