მევიოლინე დევიდ გერეტი საქართველოში ჩამოდის

სახელგანთქმული მევიოლინე დევიდ გერეტი  საქართველოში  ჩამოდის.
საქართველოს კულტურის პალატის მოწვევითა და ორგანიზებით, Check in Georgia-ს ფარგლებში, დევიდ გერეტი – ახალი ალბომით UNLIMITED –LIVE 2019 თავის თაყვანისმცემლებთან ერთად აღნიშნავს საკუთარი შემოქმედების 10 წელს.
როგორც „კვირას“ კულტურის პალატიდან აცნობეს, UNLIMITED – დევიდ გერეტის ახალი ტურნე ეძღვნება მუსიკას და მუსიკის თაყვანისმცემლებს. 13 სექტემბერს დევიდ გარეტი და მისი ბენდი ახალი – „ქროსოვერის“ პროგრამით ესტუმრება თბილისის სპორტის სასახლეს.
UNLIMITED არის არამარტო საკონცერტო ტურნეს დასახელება, არამედ მუსიკოსის ცხოვრების ფილოსოფია. ყველა, ვინც იცნობს დევიდ გერეტს იცის, რომ მისი შემოქმედებითი კრეატივი უსაზღვროა და სწორედ ამით აოცებს უკანასკნელი ათი წელიწადია მილიონობით მსმენელს მთელს მსოფლიოში. მისი თავდადებული სიყვარული მუსიკისადმი აძლევს საშუალებას სულ ახალი და უნიკალური „ქროსოვერი“ შესთავაზოს მსმენელს და ამასთანავე შეასრულოს კლასიკური მუსიკის შედევრები.
გასულ წელს დევიდ გერეტის მე-10 ალბომმა “Rock Revolution”  მე-8 ადგილი დაიკავა გერმანიის ტოპ-ათეულში. პოპ-ვარსკვლავებს შორის პაგანინად, ხოლო მევიოლინეებს შორის ჯიმი ჰენდრიქსად აღიარებული დევიდ გერეტი ფლობს როგორც როკ-ვარსკვლავის ქარიზმას, ასევე ვირტუოზული შესრულების უნარს, რომელიც ხელეწიფება მხოლოდ ჩვენი დროის საუკეთესო ინსტრუმენტალისტებს.
მან 3 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, 24 ოქროს და 16 პლატინის ჯილდო ამიიღო ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: გერმანია, ჰონგკონგი, მექსიკა, სინგაპური, ტაივანი და ბრაზილია. მის პერფორმანსებზე მილიონობით ბილეთია გაყიდული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები