აბაშის მუნიციპალიტეტში ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაციამ“ მდინარე აბაშის ნაპირსამაგრი სამუშაოები დაასრულა.
„პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწყობითი ღონისძიებები გატარდა. ქვა-ღორღისა და ნატანისგან გაიწმინდა მდინარე აბაშის კალაპოტი, მოეწყო დატბორვის საწინააღმდეგო დამბა, გადასასვლელები და ნაპირსამაგრი ნაგებობები. სოფელ ზანათის, სეფიეთისა და ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულებში ჩატარებული სამუშაოები უხვი ნალექის დროს, დაახლოებით, 380 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს დატბორვისგან დაიცავს“, – აცხადებენ „საქართველოს მელიორაციაში“.
კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ოთარ შამუგიამ აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, ლევან მაკალათიასთან ერთად მდინარე აბაშის ნაპირის გამაგრების დასრულებული სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი, რომლის ღირებულებაც 520 000 ლარია, საქართველოს მელიორაციამ საკუთარი ძალებით განახორციელა.
ცნობისთვის, 2012-2019 წლებში საქართველოს მელიორაციამ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 35 სარეაბილიტაციო პროექტი განახორციელა. შედეგად, დრენირებული მიწის ფართობი 10 500 ჰექტარით გაიზარდა, ხოლო ჭარბი წყლის მოწილების სამუშაოები 6 000 ჰექტარზე განხორციელდა.