გიორგი გოგლიჩიძე: ზესტაფონში შშმ მოქალაქეს არც მერთან და არცერთ საჯარო მოხელესთან შეხვედრის საშუალება არ აქვს, რაც დისკრიმინაციაა
“შშმ მოქალაქეებს არც მერთან, არც საკრებულოს თავმჯდომარესთან და არცერთ საჯარო მოხელესთან ვიზიტის საშუალება არ აქვს, რაც დისკრიმინაციაა”, – ასე გამოეხმაურა ზესტაფონის მერი, გიორგი გოგლიჩიძე ადმინისტრაციული შენობის ადაპტირების საკითხს. მისივე თქმით, აღნიშნულ თემაზე ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მალე შენობაში ლიფტი დამონტაჟდება.
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეებს არც მერთან, არც საკრებულოს თავმჯდომარესთან და არცერთ საჯარო მოხელესთან ვიზიტის საშუალება არ აქვს, რაც დისკრიმინაციაა. ახლა შენობაში ლიფტის დამონტაჟება იგეგმება და, შესაბამისად, ტენდერია გამოცხადებული”, – განაცხადა ზესტაფონის მერმა.
გოირგი გოგლიჩიძე, ასევე, წინააღმდეგია ტურნიკეტის სისტემის და პირველი, რასაც შემობაში შესვლისთანავე გააკეთებს, მისი აღება იქნება. ახლადარჩეული მერის თქმით, მერიის კარები ყველასთვის ფართოდ გაიღება.