პრემიერი დავით გარეჯზე: დარწმუნებული ვარ, ყველა საკითხი იმ სულისკვეთებით იქნება გადაწყვეტილი, რასაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები ჰქვია

„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საკითხი, რომელიც ამ პროცესს ეხება, იმ სულისკვეთებით იქნება გადაწყვეტილი, რასაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჰქვია’, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე  დავით გარეჯის საკითხზე აზერბაიჯანში დაგეგმილ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შემდეგი ორი დღის განმავლობაში გაიმართება კომისიებს შორის შეხვედრები და კომისიის მუშაობის შედეგებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
„შემდეგი 2 დღის განმავლობაში ბაქოში გაიმართება კომისიებს შორის შეხვედრები. მოგეხსენებათ, ჩვენ კონსულტაციების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნებოდა ახალი კომისიები და დაიწყებდნენ მუშაობას. ეს არის საკმაოდ შრომატევადი პროცესი. თითოეულ ნიუანსს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობა. აქედან გამომდინარე, კომისიის მუშაობის შედეგებზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა საკითხი, რომელიც ამ პროცესს ეხება, იმ სულისკვეთებით იქნება გადაწყვეტილი, რასაც საქართველო-აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული, მეგობრული ურთიერთობები ჰქვია”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები